ახალი სამეფო დეკრეტის კანონი რომელიც ცვლის საემიგრაციო რეგლამენტს და საემიგრაციო პროცედურას
სამეფო დეკრეტის კანონი 629/2022, მიღებული 26 ივლისს, რომელიც ცვლის საემიგრაციო რეგლამენტს და საემიგრაციო პროცედურას.
მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია არაფერი დამიწერია სასიკეთო, და ძალიან მიხარია, რომ ძლივს რამე ნორმალური გვეღირსა. აქედანვე გაფრთხილებთ: (რაც ბზინავს, ყველაფერი ოქრო არ არის). კი, ბევრი ცვლილებაა, მაგრამ რეალურად პრაქტიკაში, არამგონია იოლი გახდეს მორიგი ემიგრანტისთვის.

დაგინაწილებთ კანონის ცვლილებას 5 პუნქტზე და აგიხსნით:
1. სტუდენტები, რომელიც ესპანეთში გადიან სწავლის პროცესს. ზოგადი მონაცემები არ იცვლება, ყველაფერი ისე რჩება, როგორც იყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ სტუდენტებს შეეძლებათ პარალელურ რეჟიმში მუშაობა (მაქსიმუმ 30 საათი კვირაში). ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, დამსაქმებლის წინასწარი შემოწმებით, როგორც ყოველთვის. ამ საკითხის დაკავშირების, განყოფილება შეიქმნება საიტზე, სადაც სტუდენტებისთვის იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია. 2. ოჯახის შემოერთება (აქცენტი არასრულწლოვან ბავშვებზე). ზოგადად, ესპანეთის ტერიტორიაზე ძალიან აკვირდებიან შემოსავლის წყაროს სტაბილურობას. ეს შეიცვალა როდესაც ეხება პატარა ბავშვებს, რადგან ესპანეთში არსებობს ასეთი რამ: INTERÉS SUPERIOR DEL MENOR (არასრულწლოვანის კეთილდღეობა). 3. რთულად შესავსები სამსახურის პოსტები. ეს პუნქტი კანონმდებლობაში არ არის ძალიან დაწვრილებით ახსნილი. რას ნიშნავს რთულად შესავსები? იმის თქმა კი შემიძლია რომ ეს პოსტები არაა, არც სამშენებლოზე და არც ოჯახის დამხმარეებზე განკუთვნილი. როდესაც ადამიანი და კომპანია დაამტკიცებენ, რომ არსებობს სამსახური რომლის პოსტი ვერ ივსება იოლად, შესაძლოა ემიგრანტი დაასაქმო და მაგ პოსტით საბუთი ააღებინო. აქამდე იოლია, მაგრამ რამდენი დრო მოუნდება მაგის დადგენას, ან მაგის გაგებას… ვფიქრობ ეს პუნქტი ცოტა არა რეალურია. 4. საბუთების განახლება. საინტერესო ცვლილება! აღარ იარსებებს 2 წლიანი საბუთები, ეხლა იქნება 4 წლიანები! ეს რატომ? საემიგრაციო ოფისები უნდა დაცალონ (უბრალო საქმეებისგან), ვინაიდან, როგორც იტყვიან გადატენილია რენოვაციებით. ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, ველოდებით დაწვრილებით ინფორმაციას, ვინაიდან კი, შემოვიდა კანონი, მაგრამ საბოლოო ინსტრუქცია არის საჭირო. ამასთანავე, იარსებებს შესაძლებლობა, რომ თუ ვერ აკმაყოფილებთ განახლების რეკვიზიტებს, მეუღლის მონაცემებით შეძლებთ პროცესის გაგრძელებას. 5. ARRAIGO SOCIAL, ARRAIGO LABORAL, ARRAIGO FAMILIAR, ARRAIGO PARA LA FORMACION ყველაზე რთული პროცესები, გააიოლეს? ვნახოთ, ამას მხოლოდ დრო და პრაქტიკა გვეტყვის, და არა დაწერილი კანონი. ARRAIGO SOCIAL - 3 წლიანი ჩაწერა ისევ საჭიროა - არ უნდა იყოთ ნასამართლევი არსად - უნდა არსებობდეს ოჯახური კავშირები ან სოციალური დაფუძნების ცნობა (INFORME DE ARARIGO). - ვინც დაამტკიცებს, რომ პატარა ბავშვები ჰყავს, ან ვინმეს ოჯახში უვლის, შესაძლებელი იქნება წარადგინონ 20 საათიანი კონტრაკტები. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა ეს. ARRAIGO LABORAL - 2 წლიანი ჩაწერა - არ უნდა იყოთ ნასამართლევი არსად - ბოლო 2 წლის განმავლობაში
o სრულ განაკვეთზე უნდა იყოს ნამუშევარი 181 დღე (კვირაში მინიმუმ 30 საათი) o ან 12 თვის განმავლობაში -15 საათი კვირაში ნამუშევარი. - თვით დასაქმებულებსაც შეეძლებათ ამ კანონით სარგებლობა - AUTONOMOS. აქ მნიშვნელოვანი ცვლილებებია, და კარგად დააკვირდით, თუმცა ვეცდები მალე ყველა პროცედურაზე დაწვრილებით აგიხსნათ ყველაფერი. ARRAIGO PARA LA FORMACIÓN ეს არის, სრულიად ახალი პროცედურა საემიგრაციო კოდექსში. რეკვიზიტები - 2 წლიანი ჩაწერა - არ უნდა იყოთ ნასამართლევი არსად - უნდა დადო პირობა, რომ ოფიციალურ დაწესებულებაში გაივლი უნივერსიტეტის ან ოფიციალური კურსების პროგრამას. ამასთანავე, უნდა იყოს ოფიციალური დაწესებულება, სადაც ოფიციალურ სერტიფიკატებს მიიღებთ. იძლევიან 1 წლიან საბუთს. საბუთი რომ გაიცემა, 3 თვის ვადა არსებობს რომ ჩაეწეროთ იმ ოფიციალურ აკადემიაში ან/და უნივერსიტეტში. თუ არ მოხდა დარეგისტრირება სწავლაზე, საბუთი გაუქმდება. რა ხდება სწავლის მერე? ჩვეულებრივად უნდა წარადგინოთ კონტრაქტი რომ საბუთი გაგიგრძელონ. ამ ახალ პროცედურაზე, ყველას გირჩევთ რომ დაველოდოთ აბა რა იქნება. მომდევნო 4/5 თვის განმავლობაში არავის გირჩევთ რომ მიადგეთ ამ პროცედურას ვინაიდან ჯერ ეს უნდა გაიშიფროს, უნდა გავიგოთ რომელი დაწესებულება იქნება ოფიციალური, რა ფორმებით და რა ზომებით, სად და როგორ... ეს იყო მოკლე მონაკვეთი, იმ დიდი ცვლილებების რაც გველის ოქტომბერი/ნოემბრიდან. 27 ივლისიდან უნდა გავიდეს 20 სამუშაო დღე რომ ეს კანონი მიიღოს ყველა საემიგრაციომ, და ამას დიდი დრო უნდა რომ ადაპტაცია მოხდეს. აქ უნდა ჩაერიოს მერია, სოციალური მუშები, საადვოკატო სკოლები, საემიგრაციო დეაპრტამენტები... მოთმინებას გირჩევთ ყველას, რომ ჯერ გავიგოთ და მერე სიამოვნებით, დალაგებულად მივხედოთ საქმეს. ყველას, ყველგან და ყოველთვის, წარმატებას გისურვებთ. ნათია ქარდავა ონიანი იხილეთ ოფიციალური დეკრეტი:
BOE-A-2022-12504
.pdf
Download PDF • 322KB