ესპანეთში ცხოვრების და სწავლის უფლება
Actualizado: 15 ago 2022
SPANISH TIE APPLICATION “ესპანეთში ცხოვრების და სწავლის უფლება”
განსხვავება TIE-ს და VIZA-ს შორის: 2018 წლამდე, როდესაც სტუდენტები სასწავლებლად ესპანეთში მოემგზავრებოდნენ, უნდა გაევლოთ ვიზის გაცემის პროცედურა. ეს ყველაფერი ქალაქ სტამბულში, ესპანეთის საელჩოში ხდებოდა. ამ შემთხვევებში, გაიცემოდა ვიზა, რომელსაც ურტყამდენ პასპორტში და ამ გზით ხდებოდა ქვეყანაში შემოსვლა.
2018-ში, ესპანური კანონმდებლობის ცვლილებების შემდეგ, ვიზის მოთხოვნა შეიძლება მოხდეს ესპანეთში, უბრალოდ ესპანეთში ვიზის ნაცვლად, გასცემენ ტიეს (ქართული პირადობის მოწმობის მსგავსი, რითაც იცხოვრებ და ისწავლი ესპანეთში).
ე.ი. ვიზა არის პასპორტის საშვი, და ტიე არის პირდაპირ დოკუმენტი.

როგორ მოვიპოვოთ ტიე და რა საბუთებია საჭირო ამისთვის?
პროცედურა უნდა დაიწყოს (არაა საჭირო დასრულდეს) ესპანეთში ჩამოსვლიდან, 60 დღეში. ათვლა იწყება საზღვრის გადმოკვეთის თარიღიდან, რომელიც აისახება ბეჭედით პასპორტზე. თუ მაგალითად, სტუდენტი შემოვიდა ევროპის ქვეყნიდან (თბილისი - ბერლინი - ბარსელონა) ბარსელონას აეროპორტში უნდა მოითხოვოს აუცილებლად პოლიციის ბეჭედი DECLARACIÓN DE ENTRADA (შემოსვლის დეკლარაცია).
საჭირო საბუთების სია
1. პასპორტი.
2. ნასამართლეობის ცნობა (შესაძლებელია გაკეთდეს ჩვენს ოფისში )
3. ანკეტები (ოფისიდან).
4. უნივერსიტეტში მიღების წერილი.
5. ჯანმრთელობის ცნობა (ეს ცნობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ოფისიდან დაგაკვალიანებთ სად და როგორ კეთდება, ძალიან მარტივია). ცნობა ღირს 50 ევრომდე.
6. დაზღვევა. აუცილებელია არ იყოთ “დამოკიდებული” ესპანურ ჯანდაცვაზე. ამიტომ, საჭიროა დაზღვევა. გირჩევთ სანიტას (SANITAS), ყველაზე მარტივი და შედარებით იაფია.
7. ბანკის ანგარიში (შეიძლება ცოტა გართულდეს ანგარიშის გახსნა, ვინაიდან უცხოელებზე დიდი კონტროლია). ბანკები რომლებიც ნაკლებ პრობლემებს ქმნიან, საბადელი (BANCO SABADELL) და სანტანდერ (BANCO SANTANDER).
8. ანგარიშზე მინიმალური საარსებო თანხა. ყოველ წელს იცვლება. 2022 წლისთვის, მინიმალური საარსებო არის 579 ევრო/თვეში. ეს გადამრავლებული 12 თვეზე გამოდის დაახლოებით 7.000 ევრო. ეს თანხა უნდა იდოს ანგარიშზე, რომ დავამტკიცოთ მინიმალური საარსებო წყარო.
9. სასურველია სტუდენტს ჰქონდეს ან ბინა დაქირავებული ან სტუდ ქალაქში ოთახი.
პროცესი არის შედარებით იოლი, ვიდრე სხვა საემიგრაციო პროცედურა. სასურველია სტუდენტმა მოაგვაროს ზემოთ აღნიშნული ყველა საკითხი სანამ სწავლა დაიწყება, რადგან გააჩნდეს რამე დამადასტურებელი საბუთი, რითაც დაამტკიცებს საბუთების კეთების პროცესს.
საბუთს აგვიანდება 30 დან 60 დღემდე (ნორმალურ ფარგლებში).
საბუთების შეტანის დღიდან, იმ დღეების ათვლა რაც ზემოთ ვახსენე, ჩერდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომმართეთ მითითებულ მაილზე, ან ტელეფონის ნომერზე
Natia Kardava Oniani
Abogada | ICAB 45396
Móvil:+34631872921
E-mail: n.kardava@icab.cat
Dirección: Avenida de la Generalitat 16, 1-2 08922 - Santa Coloma.